6 ოქტომბერს დავიწყეთ ტრენინგი - ინტელის ძირითადი კურსი პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ტრენინგი 9 დღიანი
იყო. თავიდანვე თანმიმდევრულად გავწერეთ თითოეული აქტივობა: გავეცანით კურსს,
განვიხილეთ ელექტრონული სახელმძღვანელო tpdc.ge/essentials. განვიხილეთ პორთფოლიოს ჩეკლისტი, პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა, სასწავლო პროექტის გეგმის
შაბლონი, დავათვალიერეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში უკვე
განხორციელებული პროექტები თავისი
რესურსებით, ვნახეთ აგრეთვე ერთი სანიმუშო პროექტი. შევქმენით პროექტის საქაღალდე თავისი
ქვესაქაღალდეებით. შევქმენით ბლოგი.
გავეცანით პორთფოლიოს შეფასების რუბრიკებს. გავიხსენეთ 21 - ე საუკუნის უნარ-ჩვევები, შევიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმა,
გავეცანით ბუკლეტის ნიმუშს,
გავიხსენეთ ვორდის ინსტრუმენტები, შევქმენით ბუკლეტი, ვისაუბრეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ. გადავხედეთ გამჭოლ კომპეტენციებს, კერძოდ ციფრულ წიგნიერებას. დავადგინეთ სტანდარტი, რომლის შედეგის/ ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში. ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები ჩვენი თემისთვის. სასწავლო გეგმის მიზნები დავუკავშირეთ 21-ე საუკუნის უნარ ჩვევებს. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შესახებ. ვიმუშავეთ შეფასების გეგმის
ირგვლივ, შევადგინეთ დროში
გაწერილი ჩარჩო შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი
პროექტისთვის. ჩვენს მიერ
შერჩეული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ავსახეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმაში. PowerPoint Prezentation - ში გავაკეთეთ ჩვენი
პროექტის წარსადგენი პრეზენტაცია. გავეცანით საიტს - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია", სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ მოსწავლეთა წინარეცოდნა, ვისაუბრეთ ინფორმაციის მოძიებასა და
ინტერნეტში ელექტრონული ინფორმაციის სანდოობაზე, დავამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ავტვირთეთ ბლოგზე,
ვიმუშავეთ ჩვენი
ბლოგის სტრუქტურაზე, შევქმენით შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის, გავწერეთ სასწავლო პროცედურები, ვნახეთ პრეზენტაცია - "ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს", ვიმუშავეთ padlet- ის ნიმუშის შექმნაზე და ჩავაშენეთ ჩვენს
ბლოგზე, დავამატეთ ჩვენს
ბლოგს გაჯეტები ,ვისწავლეთ ბლოგზე
youtube - დან სასურველი ვიდეოების ჩაშენება. ტრენინგის მე-9 დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის
პრეზენტაციები, მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი, დავხვეწეთ და საბოლოო სახე მივეცით ჩვენს
ბლოგს. ხსენებული ტრენინგი ძალზე საინტერესო და სასარგებლო იყო, გავეცანით ბევრ სიახლეს,
რომელსაც პირადად მე ხშირად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. მადლობა ტრენერს- ქალბატონ
ინგა კახიანს საინტერესო და ნაყოფიერი დღეებისთვის.
No comments:
Post a Comment